15 ივლისი, 2019
უშუქობის გამო ჯეილოს კონცერტიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
შაბათ საღამოს, ნიუ-იორკში ჯეილოს კონცერტიდან ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ამის მიზეზი უშუქობა გახდა.

სწორედ იმ დროს, როდესაც მანჰეტენზე ჯენიფერ ლოპესის კონცერტი დაიწყო, მოულოდნელად, ელექტრო ენერგია გაითიშა.

შესაბამისად, მომღერალმა მხოლოდ რამდენიმე სიმღერის შესრულება მოასწრო, 20 000 მაყურებელი კი დარბაზიდან გაიყვანეს.



ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ უბანში მანჰეტენზე ელექტრო ენერგიის გათიშვის მიზეზი ტრანსფორმატორის გადაწვა გახდა. ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის შედეგად, 70 000 მოსახლე შუქის გარეშე დარჩა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS