სწორედ იმ დროს, როდესაც მანჰეტენზე ჯენიფერ ლოპესის კონცერტი დაიწყო, მოულოდნელად, ელექტრო ენერგია გაითიშა.
შესაბამისად, მომღერალმა მხოლოდ რამდენიმე სიმღერის შესრულება მოასწრო, 20 000 მაყურებელი კი დარბაზიდან გაიყვანეს.
ნიუ-იორკის ყველაზე პრესტიჟულ უბანში მანჰეტენზე ელექტრო ენერგიის გათიშვის მიზეზი ტრანსფორმატორის გადაწვა გახდა. ელექტროენერგიის ავარიულად გათიშვის შედეგად, 70 000 მოსახლე შუქის გარეშე დარჩა.