ერთ-ერთი ბიზნესი, რომელიც კანდელაკს აქვს, რესტორანი თინათინია, სადაც ჟურნალისტის გადაწყვეტილებით, სტუმრებს ქართული კერძებით უმასპინძლდებიან.
პარასკევს თინა კანდელას დაგეგმილი აქვს, საკუთარ რესტორანში სტუმრებს თავად უმასპინძლოს და ხაჭაპური და ფხალი მათთან ერთად დააგემოვნოს. ასევე, ჩაატარებს ქართული ტრადიციული კერძების მოსამზადებელ მასტერ-კლასს.
შეგახსენებთ, თინა კანდელაკი რუსეთში საქართველოდან წავიდა და წარმატებული კარიერა აიწყო. ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების გარშემო გაკეთებული კომენტარების გამო, ქართველების მიერ, მკაცრად იქნა გაკრიტიკებული.