09 ივლისი, 2019
როგორ ისვენებს იტალიის ულამაზეს კურორტზე ცნობილი მილიონერი, რომელსაც საკუთარი თვითმფრინავი და ყველაზე დიდი იახტა ჰყავს
ცნობილი მილიარდელი და მეცენატი ანდრეი მელნიჩენკო ზაფხულის ცხელ დღეებს მეუღლესთან ერთად ატარებს.

47 წლის ბიზნესმენისა და 42 წლის ყოფილი მოდელის წყვილი იტალიის ულამაზეს კურორტზე პორტოფინოზე ისვენებს, სადაც საკუთარი იახტით იმყოფებიან.

Яхта Андрея Мельниченко

მელნიჩენოს ძვირადღირებული ნივთები უყვარს, აღნიშნული იახტის აშენება მას 500 მილიონი დოლარი დაუჯდა.

Андрей Мельниченко с супругой Александрой

წყვილი პაპარაცებმა პორტოფინოს ერთ-ერთ რესტორანში ვახშმობისას დააფიქსირეს. ალექსანდრას ვახშამზე "შანელის" ძვირადღირებული კაბა ეცვა.

ალექსანდრა ყველა ინტერვიუში აცხადებს, რომ მილიარდელობის ცოლობა ცალკე სამსახურია.

Андрей Мельниченко

"მე ყოველდღიურად ვზრუნავ და ვგეგმავ ჩვენი ცხოვრების ისეთ სტილს, რომელიც ჩვენს ოჯახს
შეეფერება. ჩვენ გვაქვს სამი სახლი, სამ სხვადასხვა ქვეყანაში და ყველა ნივთი სწორედ ჩემს მიერ არის შერჩეული", - აცხადებს ალექსანდრა. 

Андрей Мельниченко с супругой Александрой
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS