ჯენიფერ ლოპესმა საკუთარი ტურნეებისა და კონცერტების მიხედვით, It’s My Party Tour-ს მოკლემეტრაჟიანი ფილმები გამოუშვა. 20-წუთიან ვიდეოში კარგად ჩანს და აღწერილია ტურნეს მიმდინარეობა და მომღერლის თანმდევი სტრესული და პრობლემური სიტუაციები, რომლის გადალახვაშიც მისი საქმრო Alex Rodriguez ეხმარება.