"რ2"-ის ეთერში, გიორგი გაბუნიას ცნობილი სკანდალური მონოლოგის შემდეგ, ტელვიზიის შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა შორის წლების განმავლობაში რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი მირანდა მირიანაშვილიც იყო. ის საკუთარ ფეისბუქ-ჩართვისას აღშფოთებას გამოხატავს გიორგი გაბუნიას მიერ, პირდაპირ ეთერში წარმოთქმული სიტყვების გამო.
შეგახსენებთ, მირანდა მირიანაშვილი რუსი ბიზნესმენის - ლეონიდ ოგარიოვის მეუღლეა.