08 ივლისი, 2019
უმდიდრესი ოლიგარქი 28 წლის საყვარელ ქალზე დაქორწინდა
3.2 მილიარდი დოლარის მფლობელი ოლიგარქი, იგორ კესაევი, ყვითელი პრესის ობიექტივში მოხვდა.

ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ მან ასაკით გაცილებით უმცროს გოგონაზე იქორწინა. კესაევი „მის ბლონდ უკრაინა 2013“-ის ტიტულის მფლობელზე ოლგა კლიმენკოზე დაქორწინდა.

Ольга Кесаева. Фото: livan.info



ოლგა სილამაზის კონკურსის გამარჯვებული პირველად უკრაინაში გახდა, შემდეგ კი ლიბანში გაემგზავრა და საერთაშორისო სილამაზის კონკურსი მოიგო.

28 წლის მოდელი და ახლა უკვე ოლიგარქის ცოლი, კულინარიით არის გატაცებული.

Стелла Кесаева с дочерьми Илоной (слева), Кристиной (справа) и племянницей Ларой Лието. Фото: Tatler


რაც შეეხება თავად იგორ კესაევს, ის რუსული „ფორბსის“ მონაცემებით, ყველაზე მდიდარი ბიზნესმენების ჩამონათვალში 35-ე ადგილზეა.
52 წლის კასაევი ადრე იმყოფებოდა ქორწინებაში და შვილიც ჰყავს. მისი მეუღლე სტელა კასაევა ხელოვნებითაა გატაცებული, კერძოდ მხატვრობით და საკუთარი ფონდის Stella Art Foundation-ის მფლობელია.

რაც შეეხება კასაევის ბიზნესს, ის 90-იან წლებში გამოჩნდა ასპარეზზე. თავდაპირველად, ალკოჰოლისა და თამბაქოს ბიზნესში ჩაერთო. ამჯერად კი უმსხვილესი კომპანია „მერკურის“ და სუპერმარკეტების ქსელების მფლობელია.

Игорь Кесаев, Ольга Кесаева, Илона Кесаева, Вячеслав Пивоваров и Эрик Кесаев

ოლიგარქის და მოდელის სიყვარულის ამბავი რამდენიმე წელს ითვლის, თავდაპირველად, ისინი ამ ამბავს საიდუმლოდ ტოვებდნენ, თუმცა, გრძნობების დამალვა მობეზრდათ და 2016 წელს რუსეთის კონსერვატორიაში გერგიევის ღონისძიებაზე გამოჩნდნენ ერთად.







FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
buba
სტელა მე მაინც გამომყვეს?!...
14:50 / 09-07-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS