გუშინ ჰერცოგინია უიმბლდონის სტადიონზე ჩოგბურთის მატჩს დაესწრო, თამაშის დასრულების შემდეგ, ჩოგბურთელმა ენ კეოტავონგმა კეიტ მიდლტონის ერთი საიდუმლო გაამხილა.
მან თქვა, რომ პრინც ჯორჯს თურმე ძალიან უყვარს სპორტის ეს სახეობა და უფრო მეტიც, ერთხელ ჩოგბურთი როჯერ ფედერერთან ერთად ითამაშა.
გავრცელებული ინფორმაციით, კეიტ მიდლტონს და პრინც უილიამს ეზოში ჩოგბურთის კორტებიც აქვთ, სადაც 5 წლის ჯორჯი ხშირად თამაშობს.