27 ივნისი, 2019
"მე მიყვარს რუსეთი და მადლობელი ვარ მისი, თუ აყვავდება რუსეთი, საქართველოც აყვავდება"
"დაიწყო ომი, და ქართველებს წყალი და პამპერსები გამოუგზავნეს."

მომღერალი სოსო პავლიაშვილი, რომელიც "კოსმოპოლსკაია პრავდასთან" უკრაინასა და საქართველოში არსებულ სიტუაციაზე საუბრობს.

"საკუთარი თავი ღმერთი ჰგონიათ!"

"სავიზო რეჟიმის შემოღებაზე საუბრობენ. მახსოვს, საქართველოსთან მიმართებაში როგორ მოხდა იგივე, საკმაოდ რთული იყო. დიდ შეცდომას სჩადიან, ეს არის იმ ხალხის ავადმყოფური ამბიციების შედეგი, ვინც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებს. მათ საკუთარი თავი ღმერთი ჰგონიათ! ამბიციებითა და პატივმოყვარეობით შეპყრობილი ხალხია, თან ამ ყველაფერს პატრიოტიზმს უწოდებენ. რამდენი მილიონი უკრაინელი
შრომობს ახლა რუსეთში? რას უპასუხებენ,
როდესაც ეს ხალხი მათ მიადგება და კითხავს: ეს რა ჩაიდინეთ, რატომ წაართვით ჩვენს ოჯახებს პური? და რას უპირებენ ამ ხალხს? როგორ აპირებენ სამუშაო ადგილების შექმნას მათთვის? ოდესმე რუსეთთან ჭიდილს ვინმესთვის კარგი მოუტანია? არა. ისტორია კი ისევ და ისევ მეორდება.

"საარსებო მინიმუმი ბევრს სწორედ რუსეთის დამსახურებით აქვს"

ძალიან მიყვარს უკრაინა და უკრაინელები. რამდენჯერაც ჩავსულვარ უკრაინაში, ყველა რუსულად ლაპარაკობს. ვინ შემოიღო რუსული ენის აღმოფხვრის ინიციატივა? მოსახლეობამ? არა, ხალხმა, ვინც ხელისუფლებაშია. მათ უთხრეს, ასე თქვითო, ისინიც ამბობენ. ზუსტად ისე, როგორაც საქართველოს ხელისუფლებას უთხრეს ერთ დროს, ომი დაიწყეთო. დაიწყეს კიდევაც, ვერავინ ვერაფერი ვერ თქვა საწინააღმდეგო. დაიწყო ომი და ქართველებს წყალი და პამპერსები გამოუგზავნეს. ისედაც პატარა საქართველომ კიდევ ტერიტორიები დაკარგა. ვის გამო? ავადმყოფური ამბიციების მქონე პირების გამო, ვის გამოც იტანჯება და იღუპება ხალხი. ისინი კი ზიან, შეექცევიან ხიზილალასა და პურს, რომელიც ყოველთვის ექნებათ, კი მაგრამ, ხალხი? რამდენჯერ უნდა მოვტყუვდეთ? რაც არ უნდა გლობალურად ვისაუბროთ, საბოლოოდ მაინც ერთი კითხვა რჩება - შეძლებ თუ არა შენი ოჯახის გამოკვებას. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამაზე არ ფიქრობენ. მიეცი, გეთაყვა, ხალხს საჭმელი. აი, ეს უნდა იყოს შენი სიმართლე.

"მანახეთ ქვეყანა, რომელიც აშშ-მ ან ევროსაბჭომ გააბედნიერა"

მე მიყვარს რუსეთი და მადლობელი ვარ მისი. მანახეთ, ერთი ქვეყანა მაინც, რომელიც აშშ-მ ან ევროსაბჭომ გააბედნიერა! შეიძლება უკრაინა გახდეს ასეთი, მაგრამ რუსეთისა და რუსების წყველა-კრულვით მათ უკვე ყირიმი დაკარგეს. საჭიროა, გავაგებინოთ უკრაინას, რომ ჩვენთან უნდა იმეგობრონ და არ უნდა გვაგინონ და გვაფურთხონ. ისევ და ისევ ხალხი გაწამდება, საბოლოოდ კი ისევ ხელისუფლებას მოეკითხება. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში საქართველოს მრავალმილიარდიანი ვალი დაუგროვდა. ვინ გაისტუმრებს ამ თანხას, სააკაშვილი და მისი ამალა? არა. ისევ და ისევ მოსახლეობას მოუწევს ამ ფულის გადახდა. საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობა კითხვის ნიშნის ქვეშაა - საქართველო ოსეთსაც საბოლოოდ დაკარგავს და აფხაზეთსაც, თუ, ღმერთმა ნუ ქნას, ნატოში გაწევრიანებას დააპირებენ. ისინი შავს ყოველთვის თეთრს დაუძახებენ, ამისი მაგალითი სულ ცოტა ხნის წინ, კოსოვოში ვიხილეთ.

სააკაშვილი კი ახლა ამერიკაში ცხოვრობს, მშვიდად და წყნარად. უნივერსიტეტებში ასწავლის და სულ აღარ დარდობს იმაზე, თუ რამდენი სისხლი და ცრემლები დაიღვარა მისი შეცდომების გამო. არ ვარ მე მისი მოწინააღმდეგე, არც მხარდამჭერი. მე ვინ მეკითხება? მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, მინდა რომ ხალხმა ჩემს კონცერტებზე იაროს და ღმერთსა და ჭეშმარიტ ფასეულობებზე ისაუბროს. რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ხალხს ღვთის წამს, ერთმანეთში ყოველთვის გამონახავენ საერთო ენას. მითუმეტეს, მართლმადიდებელი ხალხი, ქართველები, რუსები, უკრაინელები. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 28 /
ანა
სულ დაუკარგავს გონება ამ გამყიდველს(( ... ტერიტორიები დაკარგა საქართველომო ... უკაცრავად შე ბატისტვინავ და რომელმა სახელმწიფომ წაიღო ის ტერიტორიები ??? შენი სამშობლოს დამქუცმაცებელი და დამშლელის მადლობელი რომ ხარ და ხატი აგიფარებია ფარად , ვერ გიშველის ვერანაირი ლოცვა((( უკვე პლინტუსს ქვემოთაა შენი გაუმაძღრობა და ადამიანობა ...
20:39 / 28-06-2019
გამოხმაურება / 1 /
სარა
თვითმარქვია მორწმუნეები მომრავლდნენ სამწუხაროდ.
23:40 / 13-07-2019
ტოტო
ერთ დროს კარგი ქართველი იყო...
18:44 / 28-06-2019
გამოხმაურება / 1 /
სარა
ერთ დროს პაპაჩემიც ცოცხალი იყო.
23:41 / 13-07-2019
status quo
ეს სომხის ნაჟური არაა შემოსაშვები საქართველოში.
13:31 / 28-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ბერო
შემოვდივარ წინადადებით! საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის წინაშე, რათა არაპატივცემულ იოსებ "ბესარიონის"-ძე პავლიაშვილს, მიენიჭოს შადიმან ბარათაშვილის სახელობის პირველი ხარისხის ორდენი !!!
12:31 / 28-06-2019
გამოხმაურება / 0 /
duda
მონამ რა იცის თავისუფლების ფასი მონა იყავი მთელი ცხოვრება მთავარია საჭმელი ხო გაქ ხოდა ჭამე საღორეში კი ცხოვრობ ეგ არის შენი ცხობრება. მეტი არც მოგეთხოვება მონებს მტავარია აჭამო თუნდაც ფეკალიები მერე რა მონააა იყავი მონა ფუფ
10:45 / 28-06-2019
გამოხმაურება / 0 /
პომპიდუ
აუ, ამას სულ გაუფრენია... სასო, ტი ჩტო ახელ ჩტოლი, პოშოლ ტი სო სვოეი როსიეი ვ პირდუ
09:24 / 28-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ირაკლი
შენი უთავმოყვარეო და ერის მოღალატე დედის პირი ....
08:48 / 28-06-2019
გამოხმაურება / 0 /
იდი ვ ჟოპუ
ეს რა *ლე ყოფილა. კი ვიცოდი, მაგრამ მაინც გამაკვირვა
07:57 / 28-06-2019
გამოხმაურება / 0 /
გაძეხი?
ვაი შენს პატრონს!
23:27 / 27-06-2019
გამოხმაურება / 0 /
status quo
ეს ნაძირალა არაა საქართველოში შემოსაშვები. პუტინის კლიზმა.
21:25 / 27-06-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS