19 ივნისი, 2019
ალა პუგაჩოვას ახლანდელ ქმარს, პრიმადონას ყოფილმა ქმარმა დაბადების დღე სიმღერით მიულოცა
რუსი პრიმადონას, ალა პუგაჩოვას ქმარი მაქსიმ გალკინი გუშინ იუბილარი იყო. გალკინს დაბადების დღე რუსული შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებმა მიულოცეს.

მომლოცველებს შორის იყო ალა პუგაჩოვას ყოფილი ქმარი ფილიპ კირკოროვი. მან ინსტაგრამზე ვიდეო დადო, სადაც შვილებთან ერთად მღერის და სწორედ ასე ულოცავს ყოფილი მეუღლის ახლანდელ ქმარს დაბადების დღეს.

ალას და ფილიპის წყვილმა 10-წლიანი ქორწინებიდან ერთად მხოლოდ 1 წელი იცხოვრა და ეს სრულიად გასაგებია. საბოლოოდ, დაშორდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ფილიპი ალას თავის მოკვლით ემუქრებოდა.

პუგაჩოვა ასევე აცხადებს, რომ ფილიპს უფროსი შვილივით უყურებს და პოპის მეფე მისთვის ყოველთვის იყო ბავშვი და ბავშვად დარჩება.

ფილიპის ხმაურიანი განცხადებები, რომ მისი შვილები პუგაჩოვასა და გალკინის შვილებს დაუახლოვდნენ, პუგაჩოვას სულაც არ მოსწონს. მიუხედავად ამისა, კირკოროვი პუგაჩოვას ოჯახთან ახლო ურთიერთობას აგრძელებს, მისით ყოველთვის აღფრთოვანებულია და ალას მისთვის მთავარ ავტორიტეტად მიიჩნევს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
სლავა
მალადეც, მოესწრო ბიჭი!
23:52 / 30-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ტოტო
ესენი ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ...
18:46 / 28-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ამიგო
სიმღერის ტექსტი იყო: "მურმან, მურმან, შენსა მზესა, შენი ცოლი მე მაძლევსა..."
13:46 / 28-06-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS