16 ივნისი, 2019
მონიკა ბელუჩის ქალიშვილის ახალმა ფოტოებმა ინტერნეტი დაიპყრო
14 წლის დევა კასელი, მონიკა ბელუჩის უფროსი გოგონა, სულ ახლახან ჩაერთო სამოდელო ბიზნესში და "დოლჩე და გაბანას" გადაღებებში მიიღო მონაწილეობა. 15 ივნისს კი გოგონა მილანში დაესწრო ამ ბრენდის მამაკაცების კოლექციის ჩვენებას.

ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი საჯარო გამოსვლა და პოზიორობა ფოტოგრაფების წინაშე. ამ ცნობილი ბრენდის სახეა დევა და მიუხედავად იმისა, რომ მონიკას შვილია, ყურადღების ცენტრში მაინც უხერხულად გრძნობს თავს. პოზირების დროსაც შედარებით მოკრძალებული იყო.


ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მოიცვა და საზოგადოებამ აღიარა, რომ დევა სულ უფრო და უფრო
ემსგავსება ცნობილ დედას. იხილეთ ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS