როგორც გახსოვთ, ცოტა ხნის წინ, ბრედლი კუპერმა და ირინა შეიკმა ოთხწლიანი ურთიერთობა საბოლოოდ დაასრულეს.. რამდენიმე დღეში 33 წლის მოდელი ისლანდიაში გადაღებებზე გაემგზავრა, შემდეგ კი სამუშაოდ იტალიაში დაბრუნდა. რუსი სუპერმოდელი CR runway x LUISAVIAROMA 90th Anniversary შოუზე გამოვიდა, სადაც Ermanno Scervino-ის დომინატრიქსული ინსპირაციით შექმნილ შავი ტყავის კაბა ეცვა, მოდელმა ჩვენებაზე ორი ლუქი მოირგო.
მასთან ერთად ჩვენებაში დები ჰადიდები მონაწილეობდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ გადატანილი ტრავმის მიუხედავად, ირინა შეიკი პოდიუმზე დედოფალივით გამოიყურებოდა.