07 ივნისი, 2019
პრინცესა დაიანას 28 წლის ძმის შვილი 60 წლის მილიონერზე თხოვდება
კიტი სპენსერი პრინცესა დაიანას ძმისშვილია, რომელიც ლედი დის ძალიან ჰგავს, ეს კი მის მიმართ მსოფლიოს ინტერესს ერთიორად ზრდის.

მან განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიქცია, როდესაც პრინც ჰარის და მეგან მარკლის ქორწილში გამოჩნდა. გოგონას ქორწილში "დოლჩე და გაბანას" კაბა ეცვა. ის ჩალრზ სპენსერის ქალიშვილი გახლავთ. ამიტომაც არავის გაკვირვებია, რომ კიტი სამეფო ქორწილში დაპატიჟეს. ქორწილში იმყოფებოდა ასევე დაიანას ძმაც. როგორც ცნობილია, ჩარლზი ყოველთვის თავის დასა და დის შვილებს იცავდა და მათ მიმართ დიდ ყურადღებას იჩენდა.

Rating



კიტი სპენსერის
ცხოვრებაში სიახლეა, 28 წლის გოგონა 60 წლის მილიონერზე ქორწინდება. მისი რჩეული მაიკლ ლიუსია.

ჭორები მათი რომანის შესახებ გასულ ზაფხულს გავრცელდა, რამდენიმე კვირის წინ კი, პაპარაცებმა ისინი ერთად დააფიქსირეს.

Rating
Rating

სულ ცოტა ხნის წინ, ქსელში კიტი სპენსერის ფოტო გავრცელდა, ხელზე მას ძვირადღირებული ბრიალიანტის ბეჭედი უკეთია. ამ ბეჭდის ზუსტი ფასის განსაზღვრა შეუძლებელია.

Rating

60 წლის მაიკლ ლუისი ტანსაცმლის მწარმოებელი ბრენდის Whistles-ის მფლობელია და მისი ფასი 102 მილიონი დოლარითაა შეფასებული. ის ერთხელ იყო დაქორწინებული და სამი შვილი ჰყავს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS