როგორც ირინამ განაცხადა, ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ქმარი უღალატებდა და სხვა ქალთან წავიდოდა.
ვისთან უღალატა ქმარმა, ეს ირინა მელაძემ მეგობრისგან გაიგო.
„ჩემი სულიერი რეანიმაცია 5 წელიწადს გაგრძელდა, მეგონა მკერდში დიდი შავი ხვრელი მქონდა, ეს ჩემთვის თითქმის ისეთივე ტკივილი იყო, როგორიც ჩემი პატარა ბიჭუნას გარდაცვალება“, - განაცხადა ირინა მელაძემ.
ირინა მელაძის თქმით, ის ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ
„არასრულფასოვნების კომპელქსი არასოდეს მქონია, ვიცოდი ალბინას ნომერი, დავურეკე და შეხვედრა შევთავაზე, მინდოდა, მისთვის თვალებში შემეხედა. მინდოდა, გამეგო რასთან მქონდა საქმე“.
ირინამ სტუდიაში ასევე ისიც განაცხადა, რომ დიდხანს არ იცოდა მისი ყოფილი ქმრის და ალბინა ჯაბანაევას საერთო შვილის არსებობის შესახებ.
- პირველ თვეებში ძალიან გაბრაზებული ვიყავი, ვამბობდი, არასოდეს ვაპატიებ-მეთქი, მაგრამ სიყვარულს რას გაუგებ, შემდეგ აზრი შემეცვალა.
ირინამ გადაცემაში ასევე 1990 წელს მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა, როდესაც მისი და ვალერი მელაძის ახალშობილი ვაჟი გარდაიცვალა. პატარამ სულ ათი დღე იცოცხლა და ირინა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ბავშვის დასაფლავებას ვერ დაესწრო.
ირინა და ვალერი მელაძეები ერთად 20 წელი ცხოვრობდნენ, მათ ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როდესაც ირინა 20 წლის სტუდენტი იყო. ისინი 1989 წელს დაქორწინდნენ. 1991 წელს შეეძინათ ქალიშვილი ინგა, 1999 წელს სოფია, ხოლო 2002 წელს არინა.
რაც შეეხება ვალერი მელაძის და ალბინა ჯაბანაევას ურთიერთობას, მათ თავიანთი სიყვარული 2014 წელს ოფიციალურად დაარეგისტრირეს.