დღის ვიდეო: მაქსიმ გალკინი წვიმაში სოფია როტარუს სიმღერაზე ცეკვავს
42 წლის მაქსიმ გალკინი თაყვანისმცემლებს სახალისო ვიდეოებით ხშირად ანებივრებს. ის ინსტაგრამის აქტიური მიმდევარია.
ამჯერად ინსტაგრამზე ვიდეო თავისმა და ალა პუგაჩოვას ქალიშვილმა, ლიზა გალკინამ გამოაქვეყნა. ვიდეო საკმაოდ სახალისოა, გალკინი წვიმაში სოფია როტარუს სიმღერას მღერის და ცეკვავს.