30 მაისი, 2019
რა სჭირს ქეით მიდლტონის ხელებს? საზოგადოება ჰერცოგინიის მდგომარეობამ შეაშფოთა
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრების ყოველი გამოჩენა საზოგადოებაში ინტერესს აღვივებს და ყველა აქტიურად განიხილავს მათთან დაკავშირებულ თითოეულ დეტალს. სწორედ ამიტომ, მათ მახვილ თვალს არც ისეთი მცირეოდენი დეტალები ეპარება, რომლებიც ამჯერად ქეით მიდლტონის ხელებზე დააფიქსირეს.

Rating


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, კემბრიჯის ჰერცოგინიამ გახსნა რეკრეაციული ბაღი, რომელსაც მისი მეუღლისა და შვილების გარდა, მოგვიანებით, თავად დედოფალი ელიზაბეტიც ესტუმრა.

Rating
დღის პირველი ნახევრისთვის ქეითმა თეთრი ზედა და კლასიკური შარვალი მოირგო, თუმცა, გამორჩეულმა იმიჯმა ვერ გადაფარა ლეიკოპლასტირი, რომელიც მის ცერა თითზე შეამჩნიეს.


გულშემატკივრების ნაწილი უცნაურად მიიჩნევს ამას, თუმცა, ჰერცოგინია საკუთარი ხელებით მუშაობდა ბაღში მცენარეების განთავსებაზე და სავარაუდოდ, ხელიც ამ პერიოდში დაიზიანა.

Rating

თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ქეითისთვის მუშაობა უცხო ნამდვილად არაა - ამას სხვა შემთხვევებიც მოწმობს, როცა ჰერცოგინია შეხვეული თითებით გამოჩნდა. იხილეთ ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS