18 მარტი, 2014
ლაურა ჯუღელია და მისი ბიზნესმენი საქმრო ყველაზე მოდურ წყვილად დაასახელეს
ბოლო პერიოდში ლაურას ხშირად ხედავენ ბიზნესმენ მაიკ იურჩუკთან ერთად პოპულარულმა რუსულმა ინტერნეტგამოცემამ thevanderlust.com, რომელიც რუსეთში ცნობილ ადამიანებს შორის ყველაზე მოდურებსა და გემოვნებიანებს უძღვნის ხოლმე სტატიებს, ამჯერად ქართველ ლაურა ჯუღელიაზე შეაჩერა არჩევანი. ლაურა და მისი საქმრო ერთხმად აღიარეს რუსეთის დედაქალაქში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან და შთამბეჭდავ წყვილად.

ლაურას შესახებ ჩვენ ადრეც გვიამბია. რუსული ბომონდის აქტიური წარმომადგენელი, რომელიც არც ერთ მნიშვნელოვან წვეულებასა და ღონისძიებას არ აკლდება, ყველგან გამოირჩევა გემოვნებით და თამამი გადაწყვეტილებებით, პოპულარული ჟურნალ ''ვოგის'' რედაქციაში მუშაობს - ელიტური
ქრონიკის რედაქტორია.

ლაურა ცნობილ რუსებსა და ოლიგარქების შვილებთან მეგობრობს. მაგალითად, მის მეგობრებს შორის არიან იგორ კრუტოის ქალიშვილი, მიროსლავა დუმა. ასევე მეგობრობს რუსეთში მცხოვრებ ცნობილ ქალბატონებთან.

ლაურას წინაპრები წარმოშობით აფხაზეთიდან არიან. თავის სამშობლოდ სწორედ აფხაზეთს მიიჩნევს და ამბობს, რომ, მისდა სამწუხაროდ, იქ იშვიათად ჩადის. მის მეგობრებს შორის ბევრი აფხაზიც არის.

საქმიანობიდან გამომდინარე ლაურა სულ ფორმაშია, ყოველთვის ესწრება მოდურ ღონისძიებებს, გემოვნებიანად მიიჩნევა. მის შესახებ ხშირად წერენ მოდურ ბლოგებზე და განიხილავენ მის სამოსს.

ლაურას მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ''როცა უნივერსიტეტს ვამთავრებდი, ვიცოდი, რომ საელჩოში ან სამინისტროში არ წავიდოდი სამუშაოდ.

პირველივე დღიდან ტელევიზიაში ვეძებდი სამსახურს, მტვ-ზეც ვიყავი, ვცდილობდი იქ დამკვიდრებას, მაგრამ კასტინგი რომ გავიარე, მივხვდი, კამერის წინ დგომა და ლაპარაკი არც ისე იოლია'', - იხსენებს ლაურა. მოგვიანებით ''ვოგის'' რუსულ რედაქციაში აღმოჩნდა, სადაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და დღეს ამ ჟურნალის უცვლელი თანმშრომელია.

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ამბობდა, რომ მის სამომავლო გეგმებში დაოჯახება იყო: ''მინდა, გავთხოვდე და შვილები გავაჩინო. მეტისმეტად ბევრს ვშრომობ და ყოველთვის ვიმუშავებ. უკვე 27 წლის ვარ და დროა, ოჯახზეც დავფიქრდე. კარიერა არსად გაიქცევა, დედობა კი ძალიან მინდა. რაც შეეხება სამუშაოს, ან დავრჩები ჟურნალში, ან ტელევიზიაში გადავალ''. როგორც ჩანს, ამ გეგმის განხორციელებაც დაწყებული აქვს.

ბოლო პერიოდში ლაურას ხშირად ხედავენ ბიზნესმენ მაიკ იურჩუკთან ერთად. ამ ადამიანსაც უყვარს ბომონდში ტრიალი, ლაურასთან ერთად გართობა და წყვილის ერთობლივი სურათები ხშირად ჩნდება ჟურნალ-გაზეთებში.

ამბობენ, რომ სავარაუდოდ, მალე იქორწინებენ კიდეც. ლაურა ჯუღელია და მისი ბიზნესმენი საქმრო ყველაზე მოდურ წყვილად დაასახელესპოპულარულმა რუსულმა
ინტერნეტგამოცემამ thevanderlust.com, რომელიც რუსეთში ცნობილ ადამიანებს შორის ყველაზე მოდურებსა და გემოვნებიანებს უძღვნის ხოლმე სტატიებს, ამჯერად ქართველ ლაურა ჯუღელიაზე შეაჩერა არჩევანი. ლაურა და მისი საქმრო ერთხმად აღიარეს რუსეთის დედაქალაქში ერთ-ერთ ყველაზე გემოვნებიან და შთამბეჭდავ წყვილად.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანი
ვერ გავიგე ქართველობს თუ აფხაზებს,მგონი აფხაზი ვარო ამბობს და არა ქართველი
18:45 / 18-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS