მეგან მარკლის შესახებ არაერთი ჭორ-მართალი ვრცელდება, თუმცა, ფაქტობრივად, უკვე უტყუარია ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჰერცოგინიას საშინელი ხასიათი აქვს. მას ვერც ერთი მოსამსახურე უძლებს და ამის გამო მასთან თანამშრომლობა არაერთმა დაქირავებულმა კადრმა თქვა.
ამჯერად კი მეგან მარკლს ძიძა გაექცა. მართალია, პატარა არჩი ჯერ მხოლოდ ორი კვირის დაბადებულია, მაგრამ ჰერცოგინიამ შეძლო და ძიძა სახლიდან წავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ მეგან მარკლი ძიძას ყველაფერზე შენიშვნას აძლევდა. ტაბლოიდები წერენ, რომ ჰერცოგინია პატარასთან მიკარების უფლებას მხოლოდ
საკუთარ დედას აძლევს. დედამისი უკვე დაბრუნდა ლოს-ანჯელესში, ასე რომ მეგან მარკლი ამჯერად პატარა პრინცს მარტო ზრდის.