28 მაისი, 2019
სკანდალი მილიონერის შვილის გამო, რუსეთის არხზე - კონკურსში ქართველი გოგონაც მონაწილეობდა
რუსული საბავშვო პროექტი "ახალი ხმა" სკანდალურად დასრულდა, რის გამოც ორი დღის წინ, რუსეთის პირველ არხზე პროექტის ფინალი ეთერში განმეორებით გავიდა.

16 მაისს გამართულ ფინალზე, პროექტის გამარჯვებული ალსუს 11 წლის ქალიშვილი გახდა, რასაც ხალხის უკმაყოფილება მოჰყვა, სწორედ ამის გამო მოხდა ხმების ანულირება.

Мариам Абделькадер, Валерий Кузаков, Рената Таирова, Роберт Багратян, Нино Чеснер, Михаил Григорян, Ержан Максим, Анастасия Сисаури

განმეორებით ფინალზე მონაწილეობა არ მიიღო ალსუს ქალიშვილმა, რაც მაყურებელს გადაცემის წამყვანმა აცნობა.
"სამწუხაროდ, მიკელ აბრამოვამ უარი თქვა დღევანდელ კონცერტში მონაწილეობაზე, თუმცა, ეს მისი გადაწყვეტილებაა და პატივს ვცემთ მას", - განაცხადა შოუს წამყვანმა.

Финалисты шоу "Голос. Дети"

ამ სეზონის
სპეც-გამოშვების მონაწილეებს შორის იყო ქართველი კონკურსანტიც, ანასტასია სისაური. ბავშვებმა "აბბას" სიმღერები შეასრულეს. საბოლოოდ, არხის გადაწყვეტილებით, ყველა ბავშვი პროექტის გამარჯვებულად გამოცხადდა და სწორედ ასე გამოისწორეს იმიჯი. 
Валерий Кузаков и Мариам Абделькадер
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS