28 მაისი, 2019
ლევ გეიხმანს ქეთა თოფურიასთან შერიგება სურს - წყვილის მორიგი ერთობლივი გამოჩენა
ქართულ და რუსულ პრესას მომღერალი ქეთა თოფურია ყოველდღე ახალ-ახალ თავსატეხებს უჩენს.

მაშინ როცა ყველას ეგონა, რომ მომღერალს ბედნიერი ოჯახი ჰქონდა, აღმოჩნდა, რომ ქმარს დაშორდა. რატომ დაშორდნენ რეალურად ქეთა და ბიზნესმენი ლევ გეიხმანი, უცნობია. ამის სავარაუდო მიზეზად ის ფაქტი სახელდება, რომ ლევ გეიხმანს საქმეების გამო, ამერიკაში უწევდა ცხოვრება, ქეთას კი რუსეთში, შესაბამისად, მანძილმა წყვილის ურთიერთობას თავისი კვალი დაატყო და ისინი დაშორდნენ.

image

თოფურიას და გეიხმანის დაშორებისთანავე, გავრცელდა და გამართლდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მომღერალს ახალი სიყვარული ჰყავდა,
რეპერ გუფის სახით, რომლის პოპულარობაც ქეთასთან რომანის შემდეგ, საოცრად გაიზარდა. თუმცა, ქეთა და გუფიც დაშორდნენ.

რამდენიმე კვირის წინ, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ წყვილი შერიგდა, გუფიმ არაერთხელ სცადა მასთან შერიგება, მაგრამ საბოლოოდ რა გადაწყდა, არავინ იცის.

რაც შეეხება ქეთა თოფურიას ქმარს, როგორც ჩანს, მასაც სურს საყვარელ ქალთან შერიგება. გუფისთან დაშორების შემდეგ, ის არაერთხელ დააფიქსირეს ქეთასთან ერთად.

რუსული პრესა წერს, რომ წყვილი ასე ოლივიას გამო იქცევა, შვილი ხშირად დაჰყავთ ერთად. ორი დღის წინ, ყოფილი მეუღლეები საბავშვო დღესასწაულზე, ქალიშვილის გამო ერთად მივიდნენ.

მომღერალმა ვიდეო ოლივიას „Instagram“-ის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.


image




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS