22 მაისი, 2019
მოუწყო თუ არა ბრედ პიტის გამო, ანჯელინა ჯოლიმ შარლიზ ტერონს სკანდალი
რამდენიმე თვის წინ, პოპულარულმა ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბრედ პიტის ახალი სიყვარული შარლიზ ტერონი იყო. ჭორს უმალ მოჰყვა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბრედ პიტის ყოფილ ცოლს შარლიზ ტერონთან, ცუდი ურთიერთობა ჰქონდა.

Rating

აღმოჩნდა, რომ ცნობილ მსახიობებს შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, როდესაც ორივე მათგანი ფილმში „ფრანკეშტეინის საცოლე“ მთავარ როლზე განიხილებოდა. მსახიობების ბიუჯეტი 20 მილიონი იყო და ამ როლისთვის ტერონიც და ჯოლიც გამალებით იბრძოდნენ. ჯამში ფილმი საერთოდ ვერ გადაიღეს, თუმცა, დაპირისპირება მსახიობებს
შორის დარჩა.

შარლიზ ტერონმა გავრცელებულ ჭორებს ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში უპასუხა. წამყვანის კითხვაზე: ბრედ პიტის გამო, მას ნამდვილად ცუდი ურთიერთობა აქვს ანჯელინა ჯოლისთან თუ ეს ჭორებია, უპასუხა, რომ ეს არის მხოლოდ ჭორი.

" ეს არის 100 % ჭორი, ანჯელინას არც კი ვიცნობ. მაგრამ როცა სადმე მხვდება, ყოველთვის თბილად და საყვარლად მხვდება", - განაცხადა შარლიზ ტერონმა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS