თურქული მედიის ინფორმაციით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის ცნობილ ვარსკვლავ ჩაღათაი ულუსოის სტამბოლის 10-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.
საქმე ეხება 2018 წლის 16 მაისს სტამბოლის სასამართლოს განაჩენს, რომლის მიხედვითაც, მსახიობს იგივე საქმეზე დაკავებულ 13 ბრალდებულთან ერთად, 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა, სააპელაციომ განაჩენი გააუქმა და განსახილველად დააბრუნა.
თურქ მსახიობს ქართველი მაყურებელი იცნობს სერიალებიდან "გზაჯვარედინი", "ფერიჰას საიდუმლო" და "შიგნით", რომელიც ქართულ ტელესივრცეში "ძმების" სახელწოდებით გადიოდა.