აპტონი მოდელის სტერეოტიპებს ამსხვრევს
თუ მოდის სამყაროში ყველაზე გავლენიანმა ანა ვინტურმა აღიარა კეიტი და თავისი ჟურნალის გარეკანზე არაერთხელ დაუთმო ადგილი, სამოდელო სამყაროს ვეტერანი კეროლ ალტი ჯერ არ აპირებს კომპლიმენტების დარიგებას.
ამ დღეებში 53 წლის კეროლმა კეიტის მისამართით გამოთქვა
მიმაჩნია, რომ პრესამ ამ პერსონაჟის გარშემო მეტისმეტად დიდი აჟიოტაჟი შექმნა''. ალტი თავადაც ყოფილა ''სპორტს ილუსტრეიტედის'' გარეკანზე 1982 წელს და ახლაც ასაკთან შედარებით მშვენივრად გამოიყურება.
კეროლმა სწორედ ზემოაღნიშნული ჟურნალის 50 წლის იუბილეში მიიღო მონაწილეობა და იქ გაუზიარა თავისი აზრები ჟურნალისტებს.
მოგვიანებით თავადვე თქვა, რომ კეიტ აპტონი მოსწონს, თუმცა მიაჩნია, რომ ჟურნალის სხვა გარეკანებიც, სხვა მოდელების მონაწილეობით, არანაკლები ყურადღების ღირსია.
აპტონს, რომელიც თავისი არატიპური სხეულით მოდელის სტერეოტიპებს ამსხვრევს და უარს ამბობს დიეტებზე, სამჯერ დაუმშვენებია ''სპორტს ილუსტრეიტედის'' ყდები 2011, 2012 და 2013 წლებში.