14 მაისი, 2019
როგორ პასუხობს მეგან მარკლის ყოფილი ქმარი არჩი უინძორის დაბადებას? (ვიდეო)
მეგან მარკლის პირველი მეუღლე, პროდიუსერი ტრევორ ენგელსონი კვლავ ყურადღების ცენტრში მოექცა. მამაკაცი, რომელსაც ამჟამინდელი ჰერცოგინია 2013 წელს, ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა, 11 მაისს დაქორწინდა.

Rating

ტრევორის რჩეული ცნობილი მილიონერი ტრეისი კარლენდია და წყვილი გასული წლის ზაფხულში დაინიშნა. სოციალურ ქსელებში უკვე გავრცელდა მათი ქორწილის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

image

გამომდინარე იქიდან, რომ მეგან მარკლი სულ რამდენიმე დღის წინ გახდა დედა, სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ენგელსონმა ეს დღე ჰერცოგინიას ამ მნიშვნელოვან პერიოდს განგებ დაამთხვია, რადგან სურდა, ამით კიდევ ერთხელ
შეეხსენებინა მისთვის თავი.

ამასთანავე, ჭორების საფუძვლიანობას ის ფაქტიც განაპირობებს, რომ წყვილის ნიშნობამდე გამართული წვეულებიდან გასულ წელს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მეგან მარკლს საკმაოდ უტაქტოდ ახსენებდნენ. იხილეთ ფოტო და ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS