09 მაისი, 2019
"BBC"-ის წამყვანმა პრინცი არჩი მაიმუნს შეადარა, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს
"BBC"-ის წამყვანი, დენი ბეიკერი, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილზე დაწერილი ხუმრობის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ბეიკერმა Twitter-ზე ფოტო დადო, სადაც წყვილს ჩაცმული შიმპანზე მოჰყავს.

Rating

"სამეფო ბავშვმა სამშობიარო დატოვა", - წააწერა ჟურნალისტმა ფოტოს.

ამის გამო ბეიკერი რასიზმში დაადანაშაულეს. მან ფოტო წაშალა და ბოდიშიც მოიხადა, თუმცა, დღეს twitter-ზე დაწერა, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS