09 მაისი, 2019
სასექსელი მემკვიდრის პირველი შეხვედრა ელიზაბეტთან და კიდევ ერთი გადახვევა ოჯახის ტრადიციებიდან
6 მაისს დაიბადა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის პირველი შვილი, რომელსაც მთელი მსოფლიო ასე მოუთმენლად ელოდა. პატარა პრინცი, რომელიც ექიმების რეკომენდაციით პორტლენდის ძვირადღირებულ საავადმყოფოში გაჩნდა, ბედნიერმა მშობლებმა საზოგადოებას 7 მაისს გააცნეს.

Rating

ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა ტახტის რიგით მეშვიდე მემკვიდრესთან ერთად ფოტოგრაფების წინაშე იპოზიორა. ულამაზესმა კადრებმა მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა.

Rating
იმავე დღეს გაირკვა, რომ ჰარიმ და მეგანმა მემკვიდრისთვის სახელი - არჩი უკვე შეარჩიეს, მისი ოფიციალური სახელი და გვარი კი, შემდეგნაირად ჟღერს - არჩი ჰარისონ-მაუნტბატენ უინძორი.

როგორც ირკვევა, არჩი შესაძლოა,
არჩიბალდის შემოკლებული ფორმა იყოს, მაგრამ ამაში დასარწმუნებლად გულშემატკივარი ელის დაბადების სერტიფიკატს, რომელშიც თუნდაც პრინცი ჰარის რეალური სახელი ჰენრია, თუმცა, მას ასე არავინ მოიხსენიებს.

Rating

თავის მხრივ, არჩი არ განეკუთვნება ტრადიციულ ბრიტანულ სახელებს, რაც სამეფო ოჯახის ტრადიციებიდან კიდევ ერთ გადახვევად შეირაცხა, თუმცა, სამეფო ოჯახის ინსაიდერის თქმით, ცოლ-ქმარს ის ძალიან მოსწონს და ამასთანავე, აღიარებს, რომ სურდა, არჩევანი ცოტათი უფრო თანამედროვე ვარიანტზე შეეჩერებინა. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS