07 მაისი, 2019
სად მოგზაურობენ ენრიკე იგლესიასი და ანა კურნიკოვა
43 წლის ენრიკე იგლესიასი მსოფლიო ტურნეში "All the hits Live" იმყოფება და სხვადასხვა ქვეყანაში კონცერტებს მართავს.

ტურნემ "All the hits Live" სტარტი ჯერ კიდევ გასულ წელს აიღო. მომღერლის 37 წლის საყვარელმა ქალმა ანა კურნიკოვამ გადაწყვიტა ქმარს შეუერთდეს და წყვილი ამჯერად მზიან იტალიაში იმყოფება.

Анна Курникова

ყოფილმა სპორტსმენმა უკვე გამოაქვეყნა ინსტაგრამზე ფოტო: "მიყვარხარ იტალია", - წერს ანა.

Анна Курникова

რაც შეეხება თავად შოუს, ენრიკე იგლესიასმა დადგა სასწაულებრივი შოუ, რომელსაც ორი სცენა აქვს და საოცრადაა გაფორმებული.

რაც შეეხება წყვილის ოჯახურ ამბებს,
ისინი 15 წელია, ერთად ცხოვრობენ, თუმცა, პირად თემებს არასდროს უწევენ აფიშირებას და ყველაზე იდუმალ წყვილად ითვლებიან.

ანას და ენრიკეს ჰყავთ ორი შვილი, რომლებიც ამჯერად ძიძებს დაუტოვეს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS