07 მაისი, 2019
რა რეაქცია ჰქონდა მეგან მარკლის მამას, როცა შვილიშვილის დაბადების შესახებ შეიტყო
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მეშვიდე მემკვიდრის დაბადებამ მილიონობით ადამიანი გაახარა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა, საინტერესოა, რას ფიქრობს ახალშობილის ბაბუა, მეგან მარკლის მამა, თომას მარკლი, რომელიც საკუთარი პიარის გამო, ქალიშვილის გამუდმებით უწყობდა პროვოკაციებს და ხმაურიან განცხადებებს აკეთებდა.

შვილიშვილის შეძენასთან დაკავშირებით, მან გამოცემა "Daily Mail"-ს კომენტარი მისცა:

"მიხარია, რომ დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობს. ვამაყობ იმით, რომ ჩემი შვილიშვილი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრია. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ ტიტულს სიამაყით ატარებს და თავის ქვეყანასა და ხალხს ისე
მოემსახურება, როგორც სამეფო ოჯახის წევრს შეშვენის. ღმერთმა დალოცოს პატარა, მე კი მას ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებ. ვულოცავ ჩემს საყვარელ ქალიშვილს მეგანს და მის მეუღლეს, პრინც ჰარის. ღმერთმა დალოცოს დედოფალი", - განაცხადა თომას მარკლმა.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS