"ცამდე ბედნიერი ვარ" - პრინცი ჰარის პირველი ინტერვიუ პატარა პრინცის დაბადების შემდეგ
სამეფო ოჯახის ახალი წევრი დაიბადა! მეგან მარკლსა და პრინც ჰარის ბიჭი ეყოლათ. როგორც ირკვევა, ახალშობილი 71 სანტიმეტრისაა და 3 კილოგრამს იწონის.
პრინცმა ჰარიმ პირველი კომენტარი უკვე გააკეთა: "წარმოუდგენლად დიდი ბედნიერებაა. ყველა მამა და მშობელი დამერწმუნება იმაში, რომ შვილის ყოლა ყველაზე დიდი სიხარულია. ცამდე ბედნიერი ვარ", - აცხადებს პრიცი ჰარი.