''ჰარი კრესიდას უკვე ერთი წელია ხვდება. როგორც ამბობენ, ურთიერთობის ახალ ეტაპზე აყვანა სურს, თუმცა გოგონა არ ჩქარობს: ''სამეფო აკვარიუმში'' ცხოვრების იდეა მას აშინებს'', - ამბობს ანონიმური წყარო. ნუთუ ჰარი
წყვილმა შარშან ზაფხულში დაიწყო ურთიერთობა. ისინი ერთმანეთს ჰარის ბიძაშვილმა, პრინცესა ევგენიამ გააცნო. ვინ არის ეს იდუმალი კრესიდა ბონასი?
ჯერ ერთი, ადრე ასპარეზზე ჩანდა მისი ნახევარდა, მსახიობი და მოდელი იზაბელა ანსტრუტერ-გოჰ-კალსორპი პრინც უილიამის გულის დაპყრობას ცდილობდა. ამბობენ, რომ სწორედ უცნობ სტუდენტ კეიტთან ურთიერთობამ შეუშალა ხელი მათ ურთიერთობებს. ის უცნობი კეიტი ბოლოს უილიამის ცოლი აღმოჩნდა, იზაბელი კი ამ ბრძოლაში დამარცხდა. კრესიდა წარჩინებული გვარიდან არის და ცნობილი ლორდ კერზონის შორეული ნათესავია - ეს კაცი XIX საუკუნის დასაწყისში ინდოეთის ვიცე-მეფის თანამდებობას იკავებდა, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. უფრო მეტიც, დედის ხაზით თვით პრინც ჰარის შორეული ნათესავიც არის.
რით მოხიბლა გარდა წარჩინებული გვარისა ელისაბედ II-ის შვილიშვილი? გარეგნულად ლამაზია, უყვარს თავისუფალი, ბოჰემური სტილის ჩაცმულობა, მუსიკალური ფესტივალები, უყვარს ცეკვა - ეს მისი რამდენიმე გატაცებაა, რითაც პრინცთან ბევრი აქვს საერთო. ლიდსის უნივერსიტეტში ცეკვები შეისწავლა, გარდა ამისა, ბუკინგემში სტოუს სკოლაში დადიოდა - დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და ცნობილ სახელმწიფო სკოლაში. მასში სწავლა კვირაში ათას გირვანქა სტერლინგზე მეტი ღირს.
კრესიდას დედას ლედი მერი-გაიე კერზონს ხუთი შვილი ჰყავს, თავისი ოთხი ქმრიდან ყველას გაეყარა. ლედი მერი ცნობილია უცნაური სახელებისადმი სიყვარულითაც. თავის შვილებს ერთმანეთზე უცნაური სახელები დაარქვა, მაგალითად, პანდორა კუპერ-კეი, ანსტრუტერ-გოჰ-კალსორპი. კრესიდას კი შინ ''პაწიას'' ეძახიან.
ჟურნალი ''რეიტინგი''




















