როგორც გამოცემა "Le Dauphiné libéré" წერს, 22 წლის მოდელი ველოსიპედით სეირნობდა, რა დროსაც მსუბუქმა ავტომობილმა გამოუხვია გზაზე. მორგანმა მისგან თავის აცილების მიზნით, მომენტალურად გადაუხვია გზიდან და მოძრავ ტრაქტორს ჩაუვარდა ბორბლებში. იგი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.