უკვე რამდენიმე კვირაა, ინტერნეტ სივრცეში მასიურად განიხილება პრინც უილიამისა და მისი მეუღლის, ქეით მიდლტონის ურთიერთობა. თუ წყაროებს დავუჯერებთ, ქეითის საუკეთესო მეგობარსა და უილიამს საიდუმლო რომანი აქვთ და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჭორი შესაძლოა, სინამდვილეც კი აღმოჩნდეს.
ეს თემა პირველად
რამდენიმე დღეში საზოგადოება ამ ჭორსაც დაივიწყებდა, რომ არა ახალი სკანდალი იმის შესახებ, რომ პრინცი ქეითს თავის საუკეთესო მეგობართან ღალატობს და დიახ, ისევ როუზზე მაქვს საუბარი. წყაროები წერენ, რომ უილიამმა ქეითს მაშინ უღალატა, როდესაც ისინი მესამე ბავშვის დაბადებას ელოდნენ. საუბარი არის იმაზეც, რომ სამეფო წყვილმა როუზთან და მის მეუღლესთან ურთიერთობა გაწყვიტა, მიდლტონის მოთხოვნით. ამ ჭორებს გამოეხმაურა თავად სამეფო ოჯახი და გამომცემლობებს მოუწოდა, შეეწყვიტათ ცრუ ინფორმაციების გავრცელება.
განაგრძეთ კითხვა: