დაოჯახების შემდეგ, მისი პოპულარობა კლუნის მეუღლემ ამალ კლუნიმ, შეიძლება ითქვას, დაჩრდილა და ჟურნალისტები მის მიმართ უფრო დიდ ყურადღებას იჩენენ.
ამალ და ჯორჯ კლუნები ერთმანეთს, საერთო მეგობრის სახლში, 2013 წელს შეხვდნენ და 2014 წლის სექტემბერში იქორწინეს. მათ ტყუპები ჰყავთ.
"შევხვდი ადამიანს, ვის გამოც სიცოცხლეს დავთმობდი. შევხვდი ადამიანს, რომლის ცხოვრებაც უფრო მეტს ნიშნავს ჩემთვის, ვიდრე საკუთარი. მანამდე, არასდროს მქონია
ამალ კლუნი გემოვნებიანი და დახვეწილი მანდილოსანია, რის გამოც ხშირად ხდება მოდის კრიტიკოსების, რედაქტორებისა და ბლოგერების ყურადღების ობიექტი. მას მუდმივად დახვეწილი და ქალური სამოსი აცვია.
გემოვნებიანი მანდილოსნები არც საქართველოს აკლია და ჩვენი ყურადღება, "საზოგადოებრივი მაუწყებელის" წამყვანმა, ნინუცა ორჯონიკიძემ მიიპყრო. ის ამალ კლუნის საოცრად ჰგავს.
ნინუცა ამალ კლუნის დახვეწილი ჩაცმულობითაც ჰგავს და ფიზიკურადაც. საქართველოში ის ერთ-ერთ გემოვნებიან მანდილოსნად ითვლება.
ბაძავს, თუ მისი და ამალ კლუნის მსგავსება უბრალო დამთხვევაა, უცნობია.
ნინუცა პროფესიით ფინანსისტია და ამჯერად მედიაში მუშაობს.