ფოტოგალერეა
მეტად ექსცენტრიული და ემოციური იტალიელი პოლიტიკოსი თავისი კოლეგებისგან გამორჩეულია არა მარტო განცხადებებით, არამედ ქცევითაც.
ის არც თუ იშვიათად ჩადის რუსეთში, ამასთანავე მხარდაჭერას უცხადებს აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და ფრანგ პოლიტიკოსს მარინ ლე პენს. 2014 წელს ის ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ იქ ჩასვლით, სადაც ადამიანებს ერთმანეთთან შესანიშნავი
ურთიერთობა და დამო
სალვინიმ ერთხელ მიკრობლოგ "ტვიტერზე" იტალიური ფაშიზმის ლიდერის ბენიტო მუსოლინის ციტატაც გამოაქვეყნა "ბევრი მტერი - ბევრი პატივი", ეს იმ სტატიის პასუხად, სადაც მას მწარედ აკრიტიკებდნენ, ციტატა კი მუსლონის დაბადების დღეს დაწერა.
მთავრობაში ის მას შემდეგ მოვიდა, როდესაც 2018 წლის ივნისში ჯუზეპე კონტეს მეთაურობით ფორმირდა მინისტრთა კაბინეტი. სწორედ მას შემდეგ, მატეო სალვინი იტალიურ პოლიტიკაში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა გახდა.
როგორ დაიწყო ყველაფერი
მატეო სალვინი 1973 წლის 9 მარტს მილანში დაიბადა. 17 წლის ასაკში ის გახდა პარტია "ჩრდილოეთის ლიგის" წევრი. "მანძონის" სახელობის კლასიკური ლიცეუმის დასრულების შემდეგ ჩაირიცხა მილანის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე, თუმცა, სწავლა არ დაუსრულებია. პარტია ყოველთვის ირწმუნებოდა, რომ სამხრეთი იტალია თავისკენ ქაჩავს ფინანსურად აყვავებულ ჩრდილოეთს და მოძრაობის წევრები არ ერიდებოდნენ სამხრეთელებისთვის ეწოდებინათ "ბინძურები" და "ზარმაცები".
სალვინიმ პარტიის გაზეთსა და რადიოში მუშაობა ჯერ კიდევ თინეიჯერმა დაიწყო. 26 წლის მატეომ უარი თქვა, ხელი ჩამოერთმია იტალიის პრეზიდენტისთვის, კარლო აძელიო ჩამპისთვის: "არა, მადლობა, მაგრამ თქვენ ჩემთვის პრეზიდენტი არ ხართ", - უთხრა სალვინიმ ჩამპის.
მატეო სალვინის ანტისამხრეთულმა ხედვებმა მის პირად ცხოვრებაზეც იქონია გავლენა. 2003 წელს ის დაქორწინდა ფაბრიცია იელუცზე, რომელიც სამხრეთ იტალიიდან გახლდათ.
"ეს იყო სიგიჟე", - ყვება ფაბრიცია "ბიბისისთან", - "ჩემი ნათესავები სამხრეთ იტალიიდან არიან, მატეო კი ჩრდილოეთიდან. ქორწილში მისი მხრიდან სულ 4 ადამიანი იყო მოსული, ჩემიდან კი 200". ტორტის დაჭრის დრო რომ მოვიდა, მატეომ გაიხადა პერანგი და ჩაიცვა მწანე ფერის მაისური, "ლიგის" ფერის, მისმა მეგობრებმაც მას მიბაძეს და დაიწყეს ანტისამხრეთული სიმღერის, "ლიგის" ჰიმნის მღერა, ამის გამო ჩემმა ახლობლებმა ყიჟინა ატეხეს, აი, ასეთი იყო ჩემი ქორწილი". წყვილი 2010 წელს განქორწინდა.
იმიგრაციისა და ევროკავშირის წინააღმდეგ
2004 წელს მატეო სალვინი აირჩიეს ევროპარლამენტში "ჩრდილოეთ ლიგიდან", სადაც სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა 2013 წლამდე. სწორედ იმ პერიოდში განაცხადა, რომ თავდაპირველად მტერი იყო იტალიის სახელმწიფო ახლა კი ევროკავშირი.
"როდესაც არასწორი ევროპა აშენდა, ჩვენ გავიგეთ, რომ მტერი იყო არა რომი, არამედ ბრიუსელი და ევროკავშირი", - ამბობს "ლიგის" წევრი და სალვინის დიდი ხნის მეგობარი ალესანდრო მორელი.
მოგვიანებით, როდესაც სალვინი "ჩრდილოეთის ლიგის" ლიდერი გახდა, სახელიდან "ჩრდილოეთი" ამოიღო და მხოლოდ "ლიგა" დატოვა. ევროპის გარდა მან კიდევ ერთი პრობლემა დაასახელა - იმიგრაცია. 2014 წელს 640 ათასზე მეტი მიგრანტი მიადგა იტალიის სანაპიროებს. მას შემდეგ მათმა უმეტესობამ იტალია დატოვა და ევროპის სხვა ქვეყნებს მიაშურა. სალვინი გამოდის იმიგრაციის წინააღმდეგ, თუმცა, ერთხელ ღამეც გაატარა მიგრანტთა ბანაკში და ამის შესახებ ვიდეოც გადაიღო.
"ის ქამელეონია, პოლიტიკოსი, რომელიც ფერს და ფორმას იცვლის თავისი პოლიტიკური კარიერის სასარგებლოდ", - ამბობს სალვინიზე მატეო პუჩარელი, ავტორი წიგნისა "პოპულისტის ანატომია: რეალური ისტორია".
ურთიერთობა რუსეთთან
სალვინიმ არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა რუსეთის მიმართ. მას მიაჩნია, რომ ყირიმის ანექსია ლეგიტიმურია და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების მომხრეა.
"იტალიის ხელისუფლებაში მოვიდა მთავრობა, რომელთაც სურთ იმ დაპირებების შესრულება, რომელიც არჩევნებამდე გასცეს. რუსეთის მიმართ სანქციები უშედეგო და დამაზიანებელია. წერტილი. ჩვენ მზად ვართ, ლაპარაკიდან საქმეზე გადავიდეთ, მაგრამ ევროპაში ჩვენ მარტო ვართ, მარტოები დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ", - განაცხადა სალვინიმ "რასია 24"-თან ინტერვიუში.
2014 წელს ის ყირიმში ჩავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართა, მოგვიანებით კი, მოსკოვში გაემგზავრა, სადაც "წითელ მოედანზე" ვლადიმირ პუტინის გამოსახულებინ მაისურში გამოწყობილმა ფოტოც გადაიღო.
მატეო სალვინი და ვლადიმირ პუტინი ფოტო: მატეო სალვინი და ვლადიმირ პუტინი
"ვამაყობ, რომ ვარ პირევლი ევროპელი პოლიტიკოსი, რომელმაც მოინახულა ყირიმი რეფერენდუმის მეორე დღეს. შევეცადე, რომ გამეხსნა სავაჭრო არხები იტალიური ბიზნესისთვის ყირიმში", - განაცხადა მაშინ სალვინიმ და მას შემდეგ ყირიმს კიდევ რამდენჯერმე ესტუმრა.
2017 წელს "ლიგამ" გააფორმა თანამშრომლობის ხელშეკრულება პარტია "ედინაია რასიასთან". სულ მალე მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ ლიგა შესაძლოა კრმელიდან იღებდეს თანხებს. "არ ვიცი, აფინასებს თუ არა პუტინი ამ პარტიას, მაგრამ ეს ის კითხვაა, რომელზე პასუხსაც იტალიური საზოგადოება იმსახურებს", - განაცხადა სოროსმა იტალიაში ვიზიტის დროს.
"მე არასდროს ამიღია ლირა, ევრო თუნდაც რუბლი რუსეთისგან", - უპასუხა სალვინიმ სოროსს. ამავე დროს განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სახელმწიფო მმართველად მიიჩნევს.
ჩვეულებრივი იტალიელი
"კარგია თუ ცუდი, სალვინი "კარგი სამეზობლო ბიჭია"", - ამბობს მისი ბიოგრაფი მატეო პუჩიარელი, - "ის ტიპური იტალიური ოჯახის შვილია, გახსნილი, მასთან ნებისმიერ თემაზე ლაპარაკი შეიძლება".
"ის ცხოვრობს მილანის გარეუბანში, პატარა ბინაში, უყვარს ფეხბურთი, ლამაზი ქალები, საჭმელი და ფოტოგრაფია, ის ჩვეულებრივი იტალიელია", - ამატებს პუჩიარელი.
2014 წლის დეკემბერში გამოვიდა ჟურნალი "Oggi", რომლის გარეკანზე წელს ზემოთ შიშველი სალვინი პოზირებდა. მას მხოლოდ მწვანე ჰალსტუხი ეკეთა. სათაურად კი წამძღვარებული ჰქონდა - "ანდობდით ამ კაცს იტალიას?"
სალვინი აქტიურია სოციალურ ქსელებშიც, სადაც ის ფოტოსა და ვიდეოს აქვეყნებს თავისი ვიზიტებიდან და ღონისძიებებიდან. 2017 წლის მაისში გადაიღო ვიდეო იმის შესახებ, თუ როგორ გაატარა ერთი ღამე სიცილიაში მიგრანტების ცენტრში, ევროპაში ყველაზე დიდ ბანაკში. ამ ვიზიტის შემდეგ მან სოც. ქსელში დაწერა: "კიდევ უფრო დავრწმუნდი, რომ გრძელდება ერთი ერის მეორით ეთნიკური ჩანაცვლება. ეს არ არის მიგრაცია საგანგებო ვითარებაში, ეს არის ორგანიზებული მიგრაცია, რომელიც მიზნად ისახავს იტალიელების შეცვლას, ჩანაცვლებას სხვა ერის ხალხით".
2018 წელს, თავის კამპანიის პერიოდში სალვინიმ მიგრანტებს "ქურდებისა და მტრების ხელში იარაღი" უწოდა.
პირადი ცხოვრება
2001 წელს მატეო სალვინი დაქორწინდა ჟურნალისტ ფაბრიცია ლელუციზე, წყვილს ერთი ვაჟი, ფედერიკო ჰყავს. ფაბრიციასთან განქორწინების შემდეგ სალვინი ქალიშვილის მამა გახდა, გოგონა მას ჯულია მარტინელმა გაუჩინა. მოგვიანებით, სალვინი დაინიშნა პოპულარულ ტელეწამყვან ელისა ისოარდიზე, 3-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, ისოარდიმ მატეოსთან დაშორების შესახებ, 2018 წლის ნოემბერში "ინსტაგრამ" პოსტით გააგებინა საზოგადოებას.
სულ ცოტა ხნის წინ კი, სლავინიმ განაცხადა, რომ ურთიერთობა აქვს იტალიელი პოლიტიკოსის, დენის ვერდინის 26 წლის ქალიშვილ ფრანჩესკასთან. წყვილი ბოლოხანს პაპარაცებმა ერთადაც დააფიქსირეს.
მატეო საფეხბურთო კლუბ "მილანის" აქტიური ფანია.