13 მარტი, 2014
ჟანა ფრისკე გადარჩება - როგორია მომღერლის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
მან ასევე ჟანასა და მისი დის, ნატალიას ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ისაუბრა რუსული ინტერნეტ მედია ყოველდღიურად თვალს ადევნებს მომღელის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სხვადასხვა შინაარსის ნიუსებს აქვეყნებს.

დღევანდელი დღის მონაცემებით, მომღერალ ჟანა ფრისკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია. გუშინ ეთერში ანდრეი მალახოვის გადაცემა გავიდა, სადაც მომღერლის მამა, ვლადიმირ ფრისკე იყო მიწვეული. მან ქალიშვილის ჯანმრთელობის შესახებ ისაუბრა.

როგორც ფრისკეს მამამ განაცხადა, ოჯახი დიდხანს მალავდა ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას. სინამდვილეში მომღერლის საშინელი
დაავადების შესახებ მათ გასული წლის ივნისში შეიტყვეს.

მან ასევე ჟანასა და მისი დის, ნატალიას ურთიერთდამოკიდებულების შესახებ ისაუბრა. "სწორედ ნატალია იმყოფებოდა თავისი დის გვერდით პირველი თვეების განმავლობაში და ჟანა პირდაპირი მნიშვნელობით ზურგით დაყავდა"- აღნიშნა ვლადიმირ ფრისკემ.

ცნობილია, რომ მომღერალ ჟანა ფრისკეს თავის ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოჯახი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას დიდი ხნის მანძილზე მალავდა, მაგრამ 20 იანვარს ჟანა ფრისკეს მეუღლემ დიმიტრი შეპელევმა მედიას ოფიციალურად აცნობა მეუღლის ავადმყოფობის შესახებ.

ამჟამად მომღერალი მკურნალობის კურსს აშშ-ში გადის. ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებენ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS