მირჩევნია, ჩემი შვილი დაიღუპოს, ვიდრე გეი გახდეს
მსოფლიოში ძალიან შეშფოთდნენ ბრაზილიელთა არჩევანით. მედია ბოლსონაროს "ახალ ტრამპს" უწოდებს და რბილად რომ ვთქვათ, აქვს საბაბი ამგვარი იარლიყი ჩამოკიდოს ახალ პრეზიდენტს. პოლიტიკოსი ღიად გამოხატავს თავის მილიტარისტულ შეხედულებებს, ლოიალურად არის განწყობილი ქვეყნის დიქტატორული წარსულის მიმართ. "მე წამების
2016 წელს, მოქმედი პრეზიდენტის დილმა რუსეფის იმპიჩმენტის დროს, ბოლსონარომ წარმოთქვა ფრაზა, რომელმაც ბოლო მოუღო რუსეფს.
"დილმა რუსეფის კოშმარის - კარლოს ალბერტო ბრილხანტე უსტრეს პატივსაცემად", - თქვა მან. საქმე ისაა, რომ პოლკოვნიკი კარლოსი 70-იან წლებში ხელმძღვანელობდა ტუსაღების პატიმრობაში შენახვის ცენტრს. მაშინ დილმა პოლიტიკურ გადატრიალებაში მონაწილეობისთვის ციხეში მოხვდა. სწორედ ეს იყო ბოლსონაროს საყვარელი დიქტატორული პერიოდი ქვეყნის ისტორიაში. ციხეში რუსეფს აწამებდნენ, რაზეც მიანიშნა კონგრესში საკუთარი ადგილიდან წამოძახებით მომავალმა პრეზიდენტმა.
არც ისე იშვიათად, მისგან ისმოდა ჰომოფობიური სიტყვები, აგრეთვე, სექსისტური და რასისტული შენიშვნებიც.
"არც კი გაგაუპატიურებთ, რადგან თქვენ ეს არ დაგიმსახურებიათ", - ამგვარი ფრაზის წარმოთქმის უფლება მისცა ბოლსონარომ საკუთარ თავს კონკურენტი პარტიის დეპუტატთან მარია დო როსარიოსთან კამათის დროს.
მოგვიანებით, მან ახსნა თავისი სიტყვების აზრი. "ის არ იმსახურებს გაუპატიურებას, რადგან ძალიან მახინჯია", - ყოველგვარი რიდის გარეშე თქვა ყოფილმა სამხედრომ.
"პირფერობას არ მოვყვები. ვერ შევძლებდი, შემეყვარებინა ბავშვი-ჰომოსექსუალისტი. მირჩივნია ჩემი შვილი დაიღუპოს უბედური შემთხვევისგან, ვიდრე იყოს არატრადიციული ორიენტაციის", - ამბობდა ბოლსონარო რამდენიმე წლის წინ ინტერვიუში.
2013 წელს, ცნობილმა ბრიტანელმა მსახიობმა, საზოგადო მოღვაწემ და აღიარებულმა გეიმ სტივენ ფრაიმ მისგან ინტერვიუ აიღო. "მომისმინე, შენ უნდა გქონდეს რაღაც ზნეობრივი ორიენტირი შენს ცხოვრებაში. გეი-აქტივისტებს სურთ ჩვენს შვილებამდე მოაღწიონ, რათა აქციონ ისინი ჰომოსექსუალისტებად და მომავალში მათთან დაიკმაყოფილონ სექსუალური მოთხოვნილებები", - ფრაი მხოლოდ თანაგრძნობით იღიმოდა.
ერთხელ ბოლსონაროს ჰკითხეს - რას გააკეთებს, თუ მისი ვაჟი შინ შავკანიან ქალს მიიყვანს.
"ეს შეუძლებელია, რადგან ჩემი შვილები განათლებულები არიან", - ამგვარ ფრაზას დღეს შესანიშნავად გამოიყენებენ ულტრამემარჯვენე კანდიდატის მოწინააღმდეგეები. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 53 პროცენტი თეთრი ადამიანები არიან, დანარჩენები - სხვადასხვა კანის ფერის. ამიტომაც, ადამიანებს შორის შეუთანხმებლობა აშკარაა. საარჩევნო კამპანიის პიკზე, ბოლსონარო არ ჩნდებოდა პუბლიკის წინაშე და არ ატარებდა დემონსტრაციებს, არადა, ძალიან უყვარს ეს საქმე. სექტემბრის დასაწყისში, ერთ-ერთი მსვლელობის დროს, უცნობი დაესხა თავს და დანა რამდენჯერმე ჩაარტყა. მან ბევრი სისხლი დაკარგა, ერთი თვის შემდეგ საარჩევნო უბანში კი შესამჩნევად გამხდარი მივიდა. მაგრამ სწორედ ამ მოვლენამ აწია მისი რეიტინგი კიდევ უფრო მაღლა. განაგრძეთ კითხვა: