სანამ კეტლინ ჯენერის მორიგი ახირების შესახებ გიამბობთ, ვინც მის შესახებ არ იცით, მოკლე ისტორიას გაგაცნობთ.
კეტლინ ჯენერი წარსულში ბრუს ჯენერი გახლდათ. ის დაკავებული იყო აქტიური სპორტით და მსუბუქ ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის მფლობელია.
სანამ მამაკაცი გახლდათ, ის სამჯერ დაქორწინდა სამ ქალზე და 6 შვილი ჰყავს. თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკის გმირს, მაჩოობა მობეზრდა და მოულოდნელად, კაცებით გატაცებული გახდა, რის გამოც
სქესშეცვლილი კეტლინ ჯენერი არაერთი მოდური გამოცემის ყდაზე მოხვდა, რამაც დიდი პოპულარობა მოუტანა. ის დაქორწინებასაც გეგმავდა 21 წლის ტრანსგენდერ გოგონაზე, თუმცა, ქორწილი აღარ შედგა.
როგორც ჩანს, ბრუს ჯენერიმ სქესი პიარის გამო შეიცვალა და ახლა საკუთარ გადაწყვეტილებას ნანობს.
ამერიკული პრესის ინფორმაციით, მას სურს, ისევ მამაკაცი გახდეს. მოახერხებს თუ არა ის ამას, ჯერჯერობით უცნობია.
გავრცელებული ინფორმაციით, მან საკუთარი გადაწყვეტილება პირველად 2016 წელს ინანა.