20 აპრილი, 2019
7-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ადელი ქმარს დაშორდა
არსებობენ წყვილები, რომელთა დაშორება ვერ წარმოგვიდგენია, თუმცა, ხშირად ვცდებით.



30 წლის მომღერალი ადელი და 45 წლის ბიზნესმენი საიმონ კონეკი, შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ.

Rating
„ადელი და საიმონი დაშორდნენ, თუმცა, შვილის გამო მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ ერთმანეთთან. ამ თემაზე დამატებითი კომენტარი აღარ გაკეთდება“, - განაცხადა "Associated Press"-თან საუბრისას წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

Rating
შეგახსენებთ, ადელის და საიმონ კონეკის რომანის შესახებ, ხმები პირველად 2012 წელს გავრცელდა, 6 თვეში გაირკვა, რომ მომღერალი ბიზნესმენისგან ორსულად არის. პატარა 2012 წელს მოევლინა ქვეყანას და
მას ანჯელო დაარქვეს.
Rating

ის ადელისთვის პირველი, ხოლო საიმონისთვის მეორე შვილია.




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS