30 წლის მომღერალი ადელი და 45 წლის ბიზნესმენი საიმონ კონეკი, შვიდწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ.
„ადელი და საიმონი დაშორდნენ, თუმცა, შვილის გამო მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებენ ერთმანეთთან. ამ თემაზე დამატებითი კომენტარი აღარ გაკეთდება“, - განაცხადა "Associated Press"-თან საუბრისას წყვილის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, ადელის და საიმონ კონეკის რომანის შესახებ, ხმები პირველად 2012 წელს გავრცელდა, 6 თვეში გაირკვა, რომ მომღერალი ბიზნესმენისგან ორსულად არის. პატარა 2012 წელს მოევლინა ქვეყანას და
ის ადელისთვის პირველი, ხოლო საიმონისთვის მეორე შვილია.