20 აპრილი, 2019
ყველაზე მოდური რუსები და "სტილის ხატი" ნანი ბრეგვაძე - რა ხდებოდა მოსკოვში ბომონდურ წვეულებაზე
16 აპ­რილს მოს­კოვ­ში გა­ი­მარ­თა ბო­მონ­დუ­რი წვე­უ­ლე­ბა, რო­მელ­საც რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და­ეს­წრნენ. ჟურ­ნალ "HELLO!"-ს რუ­სულ­მა ვერ­სი­ამ გა­მარ­თა ტრა­დი­ცი­უ­ლი ყო­ველ­წლი­უ­რი და­ჯილ­დო­ე­ბა - "ყვე­ლა­ზე მო­დუ­რე­ბი რუ­სეთ­ში" და სტუმ­რებს რეს­ტო­რან "Депо. Москва"-ში უმას­პინ­ძლა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში და­ჯილ­დოვ­დნენ, მათ შო­რის: "გა­მორ­ჩე­უ­ლი გე­მოვ­ნე­ბა", "ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი წყვი­ლი" და ა.შ.

Rating

ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი მას­პინ­ძე­ლი იყო სვეტ­ლა­ნა ბონ­დარ­ჩუ­კი, რო­მე­ლიც უკვე 15 წე­ლია, "HELLO!"-ს რუ­სუ­ლი ვერ­სი­ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რია. ღო­ნის­ძი­ე­ბის სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ რუ­სუ­ლი ბო­მონ­დის ისე­თი ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ქსე­ნია სობ­ჩა­კი, დი­ზა­ი­ნე­რი ვლა­დი­მერ
იუ­დაშ­კი­ნი, მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი იანა რუდ­კოვ­სკა­ია, მომ­ღერ­ლე­ბი - პო­ლი­ნა გა­გა­რი­ნა, ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი, ვა­ლე­რი მე­ლა­ძე ქა­ლიშ­ვილ ინ­გას­თან ერ­თად და სხვე­ბი.


RatingRating


ღო­ნის­ძი­ე­ბის ერთ-ერთი სა­პა­ტიო სტუ­მა­რი გახ­ლდათ ქარ­თუ­ლი ესტრა­დის დე­დო­ფა­ლი ნანი ბრეგ­ვა­ძე, რო­მელ­მაც გა­მორ­ჩე­უ­ლი ნო­მი­ნა­ცი­აც და­იმ­სა­ხუ­რა - "სტი­ლის ხატი" (Икона стиля). ბრეგ­ვა­ძეს ჯილ­დო რე­ჟი­სორ­მა რეზო გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა გა­დას­ცა. მან ამ სი­ტყვე­ბით წა­რად­გი­ნა მომ­ღე­რა­ლი:

Rating

"მე ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნი რე­ჟი­სო­რი ვარ. ჩემს სა­მუ­შა­ოს უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლი მო­აქვს, თუ ყვე­ლას­თვის არა, ჩემ­თვის მა­ინც. მე მისი მად­ლი­ე­რი ვარ, რომ მყავს ისე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი, რო­გო­რიც სვეტ­ლა­ნა ბონ­დარ­ჩუ­კია. არ მო­ვი­ტყუ­ე­ბი, თუ ვი­ტყვი, რომ ბავ­შვო­ბი­დან­ვე, ჩემი მშობ­ლე­ბის ხმას­თან ერ­თად, ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი ხმა, რო­მელ­საც ვის­მენ­დი, ეს გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ხმა იყო - ნანი ბრეგ­ვა­ძის ხმა", - აღ­ნიშ­ნა გი­გი­ნე­იშ­ვილ­მა.

ნანი ბრეგ­ვა­ძეს რუ­სუ­ლი ბო­მონ­დი ფეხ­ზე წა­მომ­დგა­რი უკ­რავ­და ტაშს. მომ­ღე­რალ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და რუ­სულ "HELLO!"-ს და შეკ­რე­ბილ სტუმ­რებს: განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS