მსოფლიოს ულამაზესი გოგონას ტიტული 22 წლის მოდელმა შარშან ვერ მოიპოვა, წელს კი მისი ქვეყნის ულამაზესი გოგონას ტიტულსაც წაართმევენ.
სკანდალის მიზეზი გახდა ლამაზმან
სილამაზის კონკურსის წესების მიხედვით, გამარჯვებულს არ აქვს უფლება, დაოჯახდეს ან დაორსულდეს მანამ, სანამ ტიტულის მატარებელია, ეს კი ერთ წელს გრძელდება. ჯოისმა ეს წესი დაარღვია და ეს სიახლე თავად ამცნო გულშემატკივრებს ინსტაგრამის გვერდიდან.
გოგონამ დაწერა, რომ ის და მისი შეყვარებული, პარაგვაელი მოდელი როდრიგო ჰიმენესი ბავშვს ელოდებიან. ჯოისი ორსულობის მეორე თვეშია და მალე ქორწილსაც გეგმავენ.
"ჩვენ ბავშვი გვეყოლება, ჩვენი ოჯახებიც მხარს გვიჭერენ და გვგულშემატკივრობენ. მე მიყვარს როდრიგო და ამ სასიხარულო ამბავმა კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი სიყვარული", - აღნიშნა "მის ბოლივიამ".
თავად ჯოისი ტიტულის ჩამორთმევას ნამდვილად არ განიცდის და ამბობს, რომ ქალისთვის მთავარი დედობაა.