17 აპრილი, 2019
სკანდალი: დაუგეგმავი ორსულობის გამო, სილამაზის კონკურსის გამარჯვებულს ტიტულს ართმევენ
სამოდელო სამყაროში ახალი სკანდალია, ამჯერად საფრთხის ქვეშ "მის ბოლივია 2018"-ის ტიტული დადგა.

მსოფლიოს ულამაზესი გოგონას ტიტული 22 წლის მოდელმა შარშან ვერ მოიპოვა, წელს კი მისი ქვეყნის ულამაზესი გოგონას ტიტულსაც წაართმევენ.

Rating
Rating

სკანდალის მიზეზი გახდა ლამაზმან
ის ორსულობა, რომელიც მას დაგეგმილი არ ჰქონდა.



სილამაზის კონკურსის წესების მიხედვით, გამარჯვებულს არ აქვს უფლება, დაოჯახდეს ან დაორსულდეს მანამ, სანამ ტიტულის მატარებელია, ეს კი ერთ წელს გრძელდება. ჯოისმა ეს წესი დაარღვია და ეს სიახლე თავად ამცნო გულშემატკივრებს ინსტაგრამის გვერდიდან.


Rating

გოგონამ დაწერა, რომ ის და მისი შეყვარებული, პარაგვაელი მოდელი როდრიგო ჰიმენესი ბავშვს ელოდებიან. ჯოისი ორსულობის მეორე თვეშია და მალე ქორწილსაც გეგმავენ.

Rating
Rating

"ჩვენ ბავშვი გვეყოლება, ჩვენი ოჯახებიც მხარს გვიჭერენ და გვგულშემატკივრობენ. მე მიყვარს როდრიგო და ამ სასიხარულო ამბავმა კიდევ უფრო განამტკიცა ჩვენი სიყვარული", - აღნიშნა "მის ბოლივიამ".

Rating

თავად ჯოისი ტიტულის ჩამორთმევას ნამდვილად არ განიცდის და ამბობს, რომ ქალისთვის მთავარი დედობაა. 

Rating
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS