16 აპრილი, 2019
რატომ აუკრძალეს ფეხბურთელებს რიანას ყოფილ შეყვარებულთან ფოტოს გადაღება?
რომას ხელმძღვანელობამ თავის ფეხბურთელებს ცნობილ კანადელ რეპერ დრეიკთან ფოტოების გადაღება აუკრძალა, – ამის შესახებ კლუბის პრეს-სამსახურმა დაწერა.

ამის მიზეზი ე.წ. დრეიკის წყევლა გახდა. რომას ხელმძღვანელებს სჯერათ იმ ცრურწმენის, რომლის მიხედვითაც რეპერთან ერთობლივი ფოტოების გადაღებას წაგება მოაქვს.

„რომას ყველა ფეხბურთელს აკრძალული აქვს სეზონის ბოლომდე დრეიკთან ფოტოების გადაღება“, – წერია იტალიური გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.

ბევრი ცნობილი ფეხბურთელისთვის რეპერთან ფოტოს მართლაც მოუტანია წარუმატებლობა. მანჩესტერ სიტის ფორვარდმა სერხიო აგუერომ, დორტმუნდის ნახევარმცველმა ჯეიდონ სანჩომ, არსენალის ფორვარდმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა და ლივერპულის
თავდამსხმელმა დანიელ სტარიჯმა მართლაც იწვნიეს საკუთარ თავზე დრეიკის წყევლა, რადგან კანადელთან სელფის შემდეგ, ისინი მომდევნო მატჩებს აგებდნენ.



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS