16 აპრილი, 2019
ახალი სკანდალი: მელანია ტრამპს მსოფლიოს ყველაზე გლამურული ქალი ბლოკავს
ახალი სკანდალი, რომელიც მოდის ინდუსტრიაში დატრიალდა და მთელ მსოფლიოს მოედო ჟურნალ Vogue-ის ამერიკული ვერსიის რედაქტორს ანა ვინტურსა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ლედს მელანია ტრამპს შორის მოხდა.

Rating

ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი, მელანია ტრამპი, პირველი ლედის ამპლუაში Vogue-ის გარე ყდაზე არ გამოჩენილა.

Rating

ანა ვინტურმა განაცხადა, რომ მელანია ტრამპი მისთვის შთამაგონებელი ქალბატონია, თუმცა, ამ ეტაპზე არ არის დარწმუნებული, რომ მისი ჟურნალის ყდაზე გამოჩენა საჭიროებას წ
არმოადგენს და ამ საკითხზე ჯერჯერობით არც ფიქრობს.

Rating

ანა ვინტურის განცხადება პასუხის გარეშე არ დაუტოვებიათ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მელანია ტრამპის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პირველი ლედის პრიორიტეტებში არ შედის Vogue-ის გარეკანზე მოხვედრა. ყველაფერი, რასაც მელანია დღეისათვის აკეთებს, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სახის ფოტოსესია.

RatingRating


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS