„მამაჩემმა ფრანსუა პინომ და მე გადაწყვეტილება მივიღეთ, კომპანია Artemis-ის ფონდებიდან 100 მილიონი ევრო გამოვყოთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის რეკონსტრუქციაზე“, - განაცხადა ფრანსუა-ანრი პინომ.
პინოების ოჯახი კომპანიებს Artemis-ისა და Kering-ს ფლობს.
ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ლიკვიდირებულია. ძლიერი ხანძარი, გუშინ, ადგილობრივი დროით 18:50 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შპილი და სახურავი. მეხანძრეებმა შეძლეს შენობის ძირითადი კონსტრუქციის გადარჩენა. ასევე
ამ ეტაპზე ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, თუმცა, წინასწარი ვერსიით, ის ტაძარში მიმდინარე სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება. პარიზის პროკურატურამ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ინციდენტის შედეგად ერთი მეხანძრე დაშავდა.