15 აპრილი, 2019
ალა პუგაჩოვას "ზედმეტად ვულგარული პოზა", რომლის გამოც მისი კლიპი საბჭოთა ცენზურამ დაბლოკა - ვიდეომ დღის სინათლე 35 წლის შემდეგ იხილა
რუსეთის ტელე და რადიოგადაცემების "იუთუბის" გვერდზე გამოქვეყნდა ალა პუგაჩოვას სიმღერის - "აისბერგის" კლიპი, რომელიც წლების წინ საბჭოთა ცენზურამ "ზედმეტად ვულგარულად" მიიჩნია და დაბლოკა.

ვიდეო 1984 წელს, სოჭში გადაიღეს. სიუჟეტის მიხედვით, ციგაზე მჯდომი ახალგაზრდა ალა პუგაჩოვას გმირი უცნობ მამაკაცს მიჰყავს. გზაში მომღერალი ზურგზე წვება - სწორედ ეს პოზა გახდა მაშინდელი ჩინოვნიკების უკმაყოფილების მიზეზი.

ვიდეოს ბოლოს ჩანს, რომ ციგას თვითონ პუგაჩოვა მართავს.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS