12 მარტი, 2014
რით შოულობენ დამატებით ფულს რუსეთში ცნობილი ქართველები
ამგვარი პრაქტიკა ჰოლივუდში რა ხანია არსებობს. დე ნიროსა და შვარცენეგერის, ასევე სხვა ვარსკვლავების რესტორნების თუ სასტუმროების ამბავი ცნობილია კონცერტები, სპექტაკლები, რეკლამა, ფილმები... ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, როგორც წესი, შოუბიზნესში მოღვაწე ადამიანებს მუდმივი შემოსავლის პრობლემა ხშირად აქვთ. ან კიდევ, ფიქრობენ იმაზე, რომ პოპულარობა წარმავალია და მომავალზე ზრუნვას დღეს იწყებენ. ამიტომაც არის, რომ არაერთი ცნობილი ადამიანი სულ სხვა სფეროებში ცდილობს ფულის შოვნას და ბიზნესის აწყობას.

ამგვარი პრაქტიკა ჰოლივუდში რა ხანია არსებობს. დე ნიროსა და შვარცენეგერის, ასევე სხვა
ვარსკვლავების რესტორნების თუ სასტუმროების ამბავი ცნობილია. ეს ''მოდა'' რა ხანია რუსეთშიც შევიდა და რუსი ვარსკვლავებიც დამატებით ფულს ამგვარად შოულობენ. რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ცნობილმა ადამიანებმაც აუღეს ალღო სიახლეს და წარმატებით ართმევენ თავს სარესტორნე ბიზნესს.

ერთ-ერთი პირველი ისევ და ისევ თინა კანდელაკი იყო, რომელმაც მოსკოვში გახსნა რესტორანი ''თინათინი''. რესტორნის მენიუში ძირითადად ქართული კერძებია და დიდი მოწონებით სარგებლობს საზოგადოებაში.

შარშან ასევე რესტორანი გახსნა სოსო პავლიაშვილმა. სხვათა შორის, მისი რესტორნის დიზაინით მთლიანად მისი ცოლი ირინა იყო დაკავებული. სოსოს რესტორანშიც ძირითადი აქცენტი ქართულ კერძებზეა გაკეთებული.

ცნობილმა შოუმენმა და ქართველების სიძემ, ივან ურგანტმა, კიდევ ერთ ვარსკვლავ ალექსანდრ ცეკალოსთან ერთად გახსნა რესტორანი The სად, რომელიც ძირითადად ამ ადამიანების ცნობილი მეგობრების შეკრების ადგილია. რესტორანში ხშირად ხედავენ ურგანტის ქართველ ცოლს, ნატალია კიკნაძეს, რომელიც სარესტორნე ბიზნესს წარმატებით უძღვება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნი
ვანოს ბიზნესი რად უნდა, მიშა უცოცხლოს ღმერთმა და ნაცები
01:18 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ნი
ვანოს ბიზნესი რად უნდა, მიშა უცოცხლოს ღმერთმა და ნაცები
01:17 / 15-08-2014
გამოხმაურება / 0 /
ღIტა
ვანო ჯავახიშვილს თუ აქვს რამე ბიზნესი ჩლუნგი იუმორის გარდა?
20:37 / 16-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS