ამგვარი პრაქტიკა ჰოლივუდში რა ხანია არსებობს. დე ნიროსა და შვარცენეგერის, ასევე სხვა
ერთ-ერთი პირველი ისევ და ისევ თინა კანდელაკი იყო, რომელმაც მოსკოვში გახსნა რესტორანი ''თინათინი''. რესტორნის მენიუში ძირითადად ქართული კერძებია და დიდი მოწონებით სარგებლობს საზოგადოებაში.
შარშან ასევე რესტორანი გახსნა სოსო პავლიაშვილმა. სხვათა შორის, მისი რესტორნის დიზაინით მთლიანად მისი ცოლი ირინა იყო დაკავებული. სოსოს რესტორანშიც ძირითადი აქცენტი ქართულ კერძებზეა გაკეთებული.
ცნობილმა შოუმენმა და ქართველების სიძემ, ივან ურგანტმა, კიდევ ერთ ვარსკვლავ ალექსანდრ ცეკალოსთან ერთად გახსნა რესტორანი The სად, რომელიც ძირითადად ამ ადამიანების ცნობილი მეგობრების შეკრების ადგილია. რესტორანში ხშირად ხედავენ ურგანტის ქართველ ცოლს, ნატალია კიკნაძეს, რომელიც სარესტორნე ბიზნესს წარმატებით უძღვება.