არ იფიქროთ, რომ ეს პრობლემა მხოლოდ თქვენს ახლობლებს აწუხებთ, ჰიგიენის ნორმებთან ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავებიც არ მეგობრობენ.
გვინეტ პელტროუ
მსახიობი გვინეტ პელტროუ ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ დეოდორანტს არასოდეს ხმარობს.
2013 წელს met gala-ს დაჯილდოების ცერემონიალზე მან გარშემომყოფები ფაქტობრივად "დატანჯა", რადგან მძიმე განათებების შედეგად, საშინლად ყარდა, რაც მის გარშემომსხდომმა ადამიანებმა აღნიშნეს.
გვინეტ პელტროუ აცხადებს, რომ დეოდორანტს ჯანმრთელობის გაფრთხილების
ლეონარდო დიკაპრიო
ამ სიაში ლეონარდო დიკაპრიოს მოხვედრის გამო, ალბათ არაერთ გოგონას დაწყდა გული. დიკაპრიო იმდენად ჩართულია გარემოს დაცვაში, რომ წყლის რესურსების დაზოგვის მიზნით, შხაპის ხშირად მიღებაზე უარს ამბობს. იგი მხოლოდ კვირაში ორჯერ, შენახული წყლის მარაგით იღებს შხაპს, ასევე არ ხმარობს დეოდორანტს, რადგან “არაბუნებრივად” თვლის. ამბობენ, რომ ის ხშირად ნაგავსაც არ ყრის.
ჯულია რობერტსი
დაუჯერებელია, მაგრამ უსიამოვნო სურნელი აქვს ჯულია რობერტსს. ჯულია ნამდვილი ჰიპია და უარს ამბობს დეოდორანტებსა და სხვა ჰიგიენურ საშუალებებზე. მათ შორის, საპონზეც. გარემოსა და რესურსების გაფრთხილების მიზეზით, მას შეუძლია რამდენიმე დღე არ დაიბანოს. სამაგიეროდ, უყვარს ბუნებრივი ეთერზეთები. გარდა ამისა, ჯულია, იმის გამო, რომ ძალიან მშრალი თმა აქვს, თავსაც იშვიათად იბანს.
ბრედ პიტი
დაუჯერებელია, მაგრამ ხშირად შხაპის მიღებას თურმე ბრედ პიტიც კი ვერ ახერხებს. ეს ინფორმაცია მსახიობ ელი როთისგან გახდა ცნობილი. ერთ-ერთ ჟურნალთან საუბრისას, მან განაცხადა, რომ ბრედ პიტმა ასწავლა, როგორ გაისუფთაოს სხეული სველი ხელსახოცებით.
“ბრედმა მირჩია, როცა შხაპისთვის დრო არ გრჩება, უბრალოდ აიღე ბავშვის სველი ხელსახოცი და იღლიები გაიწმინდეო”, – აღნიშნა როთმა.”მე ექვსი შვილი მყავს და ჩვილის ხელსახოცებთან ახლო შეხება მაქვს. მთელი დღე გადარბენაზე ვარ და შხაპისთვის დრო არ მრჩებაო, მითხრა ბრედმა”, – დასძინა მსახიობმა.
კამერონ დიასი
კამერონ დიასიც იმ მსახიობების რიცხვს ეკუთვნის, რომელიც ანტიპერსპირანტს არ იყენებს. მან ამ საშუალებაზე ოცი წლის წინ თქვა უარი. ის თვლის, რომ ანტიპერსპირანტი მავნებელია და უფრო აძლიერებს ჭუჭყის სუნს.
მოკლედ, ეს არის იმ მსახიობების არასრული ჩამონათვალი, ვინც სისუფთავესთან მწყრალადაა. თუ თქვენც ასეთი ადამიანების რიცხვში ხართ, ნუ გაგეხარდებათ, იცოდეთ, რომ ყველა დაგცინით დაუბანელი თავისა და ოფლის სუნის გამო.