09 აპრილი, 2019
ემილი კლარკი ინსულტის შემდეგ პირველად გამოჩნდა - მსახიობი კლინიკაში გადაღებულ ფოტოებს ასაჯაროვებს
Game of Thrones-ის ვარსკვლავი, ემილია კლარკი, გადაცემა "Sunday Morning"-ის სტუმარი გახლდათ "CBS"-ზე. ეთერში მსაახიობმა გაასაჯაროვა 2011 წელს, საავადმყოფოში გადაღებული ფოტოები, რომლებიც ემილიამ თავის ტვინზე ოპერააციიდან რამდენიმე საათის შემდეგ გადაიღო.

ემილია კლარკმა გადაცემაში ოპერაციების გავლენასა და მის ფიზიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა:

Rating

„პირველ ჯერზე, საკმაოდ გამიჭირდა, მეორედ კი კიდევ უფრო რთული იყო. როდესაც ტვინი სისხლის მიმოქცევის გარეშე ერთ წუთზე დიდხანს იმყოფება – ის კვდება. ექიმები უყურებდნენ შემს ტვინს და ფიქრობდნენ, რომელი ფუნქცია დამიზიანდებოდა. კონცენტრაცია, ყურადღება თუ პერიფერიული მხედველობა“.

Rating

შეგახსენებთ,  მსახიობმა სპორტდარბაზში თავი ცუდად იგრძნო, ემილიას ძლიერი თავის ტკივილი დაეწყო. კლარკი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ტომოგრაფიამ კი სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა აჩვენა, რომელიც სასწრაფო ოპერაციას საჭიროებდა.
Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS